საქართველოს ფრენბურთის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველმა ფრენბურთელებმა რუსთავის სპორტის სასახლეში, დაძაბულ ბრძოლაში, სომხეთის ნაკრებს 3:1 სძლიეს.
რუსთავი აღმოსავლეთ ევროპის ფრენბურთის ზონალური ასოციაციის ეგიდით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრებაში რეგიონის ექვსი ქვეყნის 20-წლამდე გოგონათა ნაკრებები მონაწილეობენ.
საქართველოს U20 ნაკრებს მომდევნო მატჩები უკრაინისა და ესტონეთის წინააღმდეგ ელოდება. ქართველი ფრენბურთელები 23
ოქტომბერს უკრაინას, 24 ოქტომბერს კი ესტონეთს დაუპირისპირდებიან, მატჩები 20:30 საათზე დაიწყება.











