ფერდინანდ ფელდჰოფერმა თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

45 წლის ავსტრიელი სპეციალისტის ადგილზე თბილისის დინამო ვლადიმერ კაკაშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც დინამოს აკადემიაში მუშაობდა და ამჟამად, სამტრედიას მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.
ფერდინანდ ფელდჰოფერი თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი გასულ ზაფხულში გახდა და გუნდმა მისი თავკაცობით ჩატარებული 25 შეხვედრიდან 8 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 11 წააგო. ავსტრიელი სპეციალისტი კარიერას ბელგიაში გააგრძელებს და ბრიუგეს ჩაიბარებს.







