ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი რუდ გულიტი, რომელიც წლების განმავლობაში ჩელსის და მილანის რიგებში გამოდიოდა, თანამედროვე ფეხბურთზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ფეხბურთი საშინელება გახდა, აღარ ვუყურებ. ამ სპორტს აღარ ვაფასებთ. ჩელსი-არსენალის მატჩს ვუყურე და სულელური თამაში იყო.
ვუყურებ ფეხბურთს და ვხედავ, როგორ ცდილობენ ფეხბურთელები მთელი თამაშები კუთხურებზე და ჯარიმებზე თამაშს.
ველოდები ფეხბურთელებს, რომლებიც კვლავ შეეცდებიან მცველებზე წასვლას, მოტყუებას, როგორც ამას იამალი აკეთებს. ფეხბურთის ყურება მომბეზრდა.
სად არიან დრიბლიორი ფეხბურთელები? სად არიან ფანტაზიურო მოთამაშეები? - მხოლოდ პასი, პასი და პასი", - განაცხადა გულიტმა.








