ცნობილი გერმანელი არბიტრი პატრიკ იტრიხი, რომელიც ბუნდესლიგის მატჩებს მსაჯობს, საინტერესო ინციატივით გამოდის.
იტრიხის აზრით, ფეხბურთში რამდენიმე ახალი წესი უნდა შემოვიდეს, რომელიც ამ სპორტს უფრო საინტერესოს გახდის.
წესები, რომელიც იტრიხის აზრით უნდა შეიცვალოს:
თუ ფეხბურთელი მოედნის შუა ხაზში ტაქტიკურ ჯარიმას აიღებს, ჯარიმა მეტოქის კარიდან 17 მეტრში უნდა დაინიშნოს, ამ წესის შემოღების შემდეგ, სწრაფი კონტრ-შეტევები ნაკლებად გაჩერდება;
თუ ფეხბურთელი შუა თამაშის დროს მოედანზე დაწვება და ექიმის შემოსვლას მოითხოვს, 3 წუთით მას მოედანზე დაბრუნება აღარ უნდა შეეძლოს;
თუ ფეხბურთელი მსაჯს შეეკამათება ან შეუარცხყოფას მიაყენებს, 10 წუთით მოედნიდან უნდა გააძევონ;
რატომ არის მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ მის გარშემო 10 ფეხბურთელი გარშემორტყმული? - ამის გამო არბიტრმა მოთამაშეებს წითელი ბარათები უნდა ჩამოურიგოს;








