ევროპა ლიგის ახალი ფორმატის ლიგის ფაზა სულ ახლახანს დასრულდა, ახლა კი გუნდები პლეი-ოფისთვის ემზადებიან. ნიონში ჩატარებული დღევანდელი წილისყრის შედეგები ცნობილია.
ფერანცვაროში - პლზენი
პორტო - რომა
ალკმაარი - გალათასარაი
მიდტიულანდი - სოსიედადი
უნიონი - აიაქსი
პაოკი - სტიაუა
ტვენტე - ბოდო გლიმტი
ფენერბაჰჩე - ანდერლეხტი
პირველი შეხვედრები 13 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი კი - 20 თებერვალს. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის ლიონი საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრძოლას პირდაპირ 1/8 ფინალიდან გააგრძელებს. ოლიმპიკი შეხვდება უნიონი - აიაქსი, პაოკი - სტიაუას წყვილებს შორის მოგებული ორი გუნდიდან ერთ-ერთს.