საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე (U20) გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რეპეშაჟში ქართველმა ხორვატიას 4:2 მოუგეს შემდეგ,მედლისთვის ბრძოლაში კი თურქეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს.
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა. ლუკა ომანაძემ (-60 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.











