ევროპა ლიგის მერვედფინალის ფარგლებში, რომა ბრაიტონს შეხვდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ გააკეთა, რომლის დაპირისპირება კალჩოს წარმომადგენლების მიმართ ორმაგ ინტერესს იწვევს. შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში ის 2021 წლის შემდეგ არ მუშაობს.
"დე როსი ჩემი ახლობელია. ვმეგობრობთ ოჯახებით, ჩვენი ქალიშვილებიც კი ახლო მეგობრები არიან. მას უსაზღვრო პატივს ვცემ. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, დანიელესგან შესანიშნავი სპეციალისტი დადგებოდა. მას საამისოდ ყველა თვისება ჰქონდა, ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს. ჩვენ ბევრ რამეს ერთნაირად ვუყურებთ.
ფეხბურთი ჩვენთვის ვნებაა, გამარჯვებისთვის კი ყველაფერს ვაკეთებთ. მოვუგებთ თუ არა რომას? სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ევერტონსა და ვულვზთან მატჩებზე უფრო ვფიქრობ. რაც შეეხება ევროპა ლიგას, თუ გვინდა ჩემპიონობა, დიახ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება უნდა შევძლოთ", - განაცხადა იტალიელმა ტაქტიკოსმა.