ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში, რომელშიც ბარსელონა პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა, ტრავმა კატალონიური კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, დანი ოლმომ მიიღო, რომელმაც მოედანი ნაადრევად დატოვა.
დღეს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ ესპანელ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ბარძაყის მომზიდველი კუნთის დაზიანება აქვს, რის გამოც, პირველადი ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 კვირა გაუცდება.












