ჩემპიონთა ლიგა დაგვიბრუნდა. დღეს ჩვენ გველის გასული სეზონის ფინალის გამეორება: მადრიდის რეალი - დორტმუნდის ბორუსია. ასევე დღეს თავის მატჩს ჩაატარებს სამივე ქართველი ლეგიონერი: გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი და ირაკლი აზაროვი.
რეალი - დორტმუნდი
როგორც აღვნიშნეთ, ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში შეხვდნენ. რეალმა 2:0 იმარჯვა და ტიტულს მე-15 დაეუფლა. ახალი სეზონისთვის ორივე გუნდში მოხდა გადანაცვლებები: მადრიდში მივიდა კილიან მბაპე, დორტმუნდში კი ედინ ტერზიჩის ნაცვლად დამრიგებლად ნური შაჰინი დაინიშნა.
თურქმა მწვრთნელმა ფეხბურთელობის დროს გაიბრწყინა სწორედ ბორუსიაში, შემდეგ კი გადავიდა "სამეფო კლუბში", სადაც მისი კარიერა ვერ აეწყო. ვესტფალიელთა ყოფილ ჩამშლელს ხელი შეუშალა ტრავმებმა კონკურენციამ და უნდობლობამ "ბლანკოსის" იმდროინდელი დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს მხრიდან.
დღეს, 36 წლის მწვრთნელი სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებზე რევანშიც აღებას ეცდება. ყურადღების ცენტრში ასევე იქნება ჯუდ ბელინგემიც, რომელიც შაჰინის მსგავსად, რეალში "შავ-ყვითლებიდან" გადავიდა. ინგლისელი გამთამაშებლის კარიერა ვითარდება ტრიუმფალურად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
ქართველი ლეგიონერები
დღეს, მოედანზე ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე სამივე ქართველ ლეგიონერს ვიხილავთ. კაშია ბრატისლავას სლოვანთან ერთად, ჟირონას ესტუმრება. სლოვაკური კლუბი 0 ქულითა და ბურთების ბალანსით 1:9, ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერია. ქართველი უკანახაზელის გუნდზე ცუდი შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ იანგ ბოიზს აქვს.
თავად "ლურჯების" ცენტრალური მცველი შესანიშნავ ფორმაშია და ის სლოვაკეთის ჩემპიონატის გასულ ტურში სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. კიტეიშვილის შტურმ გრაცი საკუთარ კედლებში ლისაბონის სპორტინგს მიიღებს. წარმატებული უიკენდი გამოუვიდა მასაც, გრაცერის კარში შესრულებული დუბლი ამის ნათელი მტკიცებულებაა.
ქართველ ნახევარმცველს "ლომების" წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება უკვე აქვს - ევროპა ლიგის გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, ავსტრიულმა გუნდმა წააგო ორივე მატჩი, თავად ოთარმა კი "თეთრ-მწვანეებთან" ასისტი გაიფორმა. ვნახოთ, რას იზამს ის დღეს თავისი გუნდისთვის, რომელსაც ამ დროისთვის 0 ქულა აქვს.
ყველაზე რთული გამოცდა ელის აზაროვს - დონეცკის შახტარი ლონდონის არსენალს ესტუმრება. მისი გუნდი ერთი ქულით ასევე აუტსაიდერებს შორის არის. ალბათ ყველასთვის გასაგებია, თუ ვინ არის ამ მატჩში ფავორიტი, უბრალოდ იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი განაპირა მცველი მოედანზე იქნება და წარმატებულად ითამაშებს.
პარი სენ-ჟერმენისა და ლიონის მატჩის გადადება ოფიციალურად დადასტურდა. შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 ოქტომბერს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი პარიზში არსებული არეულობა და კლუბების ფან-დაჯგუფებებს შორის შესაძლო დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია…
18 წლის ლუკა გურჩიანი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც პროფესიულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ადრეულ ასაკშივე შეძლეს. გაგრას აკადემიის აღზრდილი დღეს კლუბის ძირითადი გუნდის წევრია, ეროვნულ ლიგაში თამაშობს და უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც ჰქონდა დე…
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და არავინ იცის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის, ვინსენტ გარსიაა. გარსია France Football-ის მთავარი რედაქტორი და ოქროს ბურთის ორგანიზატორია. კერძოდ, Fr…
პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ლუის ენრიკე დილემის წინაშეა და გაუჩნდა საფიქრალი, თუ რა უნდა შეიცვალოს. სეზონის წინ, პსჟ-მ ორი შემტევი - გოდსი და აკლიუში დაიმატა, რითიც პარიზელთა შეტევის პოტენციალი გაიზარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-შ…
მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. "წითელი ეშმაკები“ უკვე 7 მატჩია, რაც ვერ იგებენ, რის ფონზეც მაიკლ კერიკის გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს ბორნმუთთან მატჩამდე გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა თუ მანჩესტერ იუნაიტედმა…
მანჩესტერ იუნაიტედის უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგსმა ოქროს ბურთის სამეული დაასახელა. გიგსმა მესამე ადგილზე ჯუდ ბელინგემი გაიყვანა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გიგსის ვერსიით კილიან მბაპე უნდა იყოს, რომელიც ლა ლიგის, მსოფლიო ჩ…
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერე…