ემირატების თასზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა არსენალსა და ლიონს შორის, რომელიც ორივე გუნდისთვის, ასე ვთქვათ, დასკვნითი რეპეტიცია იყო სეზონის დაწყების წინ.
ლონდონელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, თამაში წაიყვანეს და საბოლოოდ, მეტოქე 2:0 დაამარცხეს.
ძირითად შემადგენლობაში იყო ლიონის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელსაც რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა, ერთ შემთხვევაში ახლოს იყო გოლის გატანასთან, თუმცა ბურთი კარისკენ არ წავიდა.
საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი მომდევნო კვირაში იწყება. ლიონი პირველ მატჩს 18 აგვისტოს, სტუმრად რენის წინააღმდეგ ჩაატარებს.