UFC-ის ვეტერანმა, მეტ ბრაუნმა ილია თოფურიას დაბრუნების თაობაზე ისაუბრა. ყოფილმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ მსუბუქი დივიზიონის ქართველი ექს-ჩემპიონის ქამბექი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამერიკელის თქმით, პირველ რიგში მან უნდა იფიქროს თავდაჯერებულობის დაბრუნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში "მატადორმა" შესაძლოა ცხოვრება დაინგრიოს.
"გეიჯისთან რემატჩი ძალიან კარგი იდეა არის, თუმცა ჯერ თოფურიასთან დალაპარაკებაა საჭირო. მას სჭირდება თავდაჯერებულობის დაბრუნება და ჯასტინთან ჩხუბში იგივე სცენარის გამეორების შემთხვევაში, ილიას შეიძლება ცხოვრება დაენგრეს. ახლაც კი იწვევს კითხვებს ის ფაქტი, თუ როგორ შეძლებს "მატადორი" ქამბექს პირველი წაგების შემდეგ.
სხვა მეტოქე ხომ არ ჯობია დაბრუნებისთვის? კრივში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მოკრივე გადის ომს, იგივე ოპონენტს მას არ ახვედრებენ, თუ რა თქმა უნდა, ის გატი ან უორდი არაა. კარგად დაფიქრებაა საჭირო, რადგან ქართველი მებრძოლის მომავალზეა საუბარი", - განაცხადა "უკვდავმა".















