როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტედან სპორტინგ ლისაბონში გადავიდა. ახალ გუნდს ის შეუერთდება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იქამდე კი ვალენსიურ კლუბში დარჩება. Super Deporte წერს, რომ "ლომების" გარდა, ქართველი შუახაზელით ასევე გლაზგოს სელტიკიც ინტერესდებოდა.
"სპორტინგის მთავარი სამიზნე იყო ასტონ ვილაში გადასული გარსია, თუმცა მისი ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, პორტუგალიურმა გუნდმა ქოჩორაშვილის ტრანსფერი დააჩქარა. ლისაბონელების გარდა, გიორგით ინტერესდებოდა სელტიკიც, მაგრამ პორტუგალიელებმა უფრო ოპერატიულად იმოქმედეს", - წერს ესპანური გამოცემა.
"ლომებში" გადასვლამდე, ქართველი ნახევარმცველი "ასულგრანასთვის" ლა ლიგის საგზურის მოპოვებას ეცდება. სეგუნდა დივიზიონში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ, "ბაყაყები" 59 ქულით მე-2 პოზიციაზე არიან.