ტრანსფერი დაიხურა — ალესიო რომანიოლი ლაციოდან კარიერას ალ სადში გააგრძელებს! გამოცდილ იტალიელ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მიუხედავად იმისა, რომ ლაციოს ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, რომანიოლი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ტრანსფერი ყველა მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა.
იტალიელი ცენტრალური მცველი ყატარულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.


















