დადასტურებულად — ლიონელ სკალონი არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 48 წლის სპეციალისტი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს.
მიუხედავად იმისა, რომ სკალონი "ალბისელესტედან“ წასვლას სერიოზულად განიხილავდა, ფედერაციამ მისი გადარწმუნება და ნაკრებში შენარჩუნება მაინც მოახერხა.
შეგახსენებთ, სკალონი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა ორჯერ მოიგო.













