54 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა.
ნემსაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული და ჩვენი ნაკრების მაისურს 12 წლის განმავლობაში ირგებდა.
მისი კარიერის საწყისი წლები დინამო თბილისს უკავშირდება, კარირაც სწორედ თბილისურ გუნდში დაასრულა.
ნემსაძემ კარიერის გამორჩეული წლები შოტლანდიურ დანდიში გაატარა, სადაც 3 წელი დაჰყო და 79 შეხვედრა ჩაატარა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ნემსაძემ ხელი სამწვრთნელო კარიერას მიჰყო და შევარდენს, დინამო თბილისსა და გორის წილას წვრთნიდა.















