2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. მსოფლიო ფეხბურთში რამდენიმე ხმაურიანი და საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებია. სასიხარულოა, რომ ტოპ 5 ჩემპიონატს კიდევ რამდენიმე ქართველი შეემატა.
სულ ცოტა ხნის წინ, 17 წლის ტალანტი ანდრია ბართიშვილი კონტრაქტს ხელს ლონდონის არსენალთან მოაწერს და კლუბს მომდევნო წლიდან შეუერთდება.
გთავაზობთ ტოპ 10 ქართულ ტრანსფერს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელდა.
ანდრია ბართიშვილი
17 წლის ქართველმა ტალანტმა ლონდონის არსენალში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მის სანაცვლოდ 4.5 მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა თამაში მომდევნო წლიდან შეეძლება, როცა სრულწლოვანი გახდება.
გიორგი ქოჩორაშვილი
წარუმატებელი ლოსაბონური კარიერის შემდეგ, ქოჩორაშვილი მეორე სამშობლოში ბრუნდება და კარიერას სევილიაში გააგრძელებს, მან კონტრაქტს ხელი 2030 წლამდე მოაწერა, ქოჩორას დებიუტი ატლეტიკოს წინააღმდეგ უკვე შედგა.

საბა საზონოვი
ბევრი ტრავმებისა და პრობლემების შემდეგ, საზონოვი მოედანს უბრუნდება და ლა ლიგის წარმომადგენელ ხეტაფეში ითამაშებს, რომელიც მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.
გიორგი ჩაკვეტაძე
პირველად კარიერაში - ჩაკვეტაძე ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშებს. გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი უდინეში უოტფორდიდან გადავიდა, თუმცა ჯერ ტრავმირებულია და მას მოედანზე უახლოეს ტურებში ვიხილავთ.

ლუკა ლოჩოშვილი
ქართველმა მცველმა გასული სეზონი ნიურნბერგის რიგებში მაღალ დონეზე ჩაატარა, რის შედეგადაც ყურადღება ბუნდესლიგის გუნდებისგან მიიპყრო. ლოჩოშვილმა კიოლნთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, მისი დებიუტი ბუნდესლიგაში წარმატებული გამოდგა, კიოლნმა ჰოფენჰაიმი დაამარცხა, ლოჩომ 90 წუთი ითამაშა.
გიორგი წიტაიშვილი
კიდევ ერთი ქართველი ტოპ 5-ში. გიორგი წიტაიშვილი კარიერას რაიო ვალეკანოში გააგრძელებს. წიტაიშვილმა გასული სეზონი მეცში გაატარა, სადაც რამდენიმე წარმატებული მატჩი ჩაატარა. მან რაიოსთან 3-წლიანი კონტრააქტი გააფორმა.

ანზორ მექვაბიშვილი
რუმინულ კრაიოვაში ჩატარებული 3 წარმატებული სეზონის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი MLS-ის ჩიკაგო ფაირში გადავიდა, სადაც ლეგენდარული რობერტ ლევანდოვსკი თამაშობს.
გიორგი გოჩოლეიშვილი
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კვლავ შახტარის საკუთრებაშია და დონეცკურმა კლუბმა ის კვლავ იჯარით გაუშვა, ამჯერად ლა ლიგა 2-ში, კადისში, სადაც კიდევ ერთი ქართველი, იური ტაბატაძე თამაშობს.

ლუკა გუგეშაშვილი
27 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქულ გიოზტეპეში გააგრძელებს. ბოლო პერიოდში, თურქეთის სუპერლიგა სხვა დონეზე ავიდა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტოპ 5-ის შემდეგ, საუკეთესო ლიგაა ევროპაში. გუგეშამ წინა ტურში გალათასარაისთან საოცარი მატჩი ჩაატარა და 8 სეივი გააკეთა.
საბა გოგლიჩიძე
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, გოგლიჩიძე უდინეზედან მონცაში გადავიდა, რომელიც ასევე სერია A-ში ასპარეზობს. გოგლიჩიძის ნიჭიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ გუნდში გადასვლის მთავარი მოტივი სათამაშო პრაქტიკაა.
| ფეხბურთელი | ძველი კლუბი | ახალი კლუბი |
| ანდრია ბართიშვილი | კოლხეთი (იჯ.იბერია) | არსენალი |
| გიორგი ქოჩორაშვილი | სპორტინგი | სევილია |
| საბა საზონოვი | ტორინო | ხეტაფე |
| გიორგი ჩაკვეტაძე | უოტფორდი | უდინეზე |
| ლუკა ლოჩოშვილი | ნიურნბერგი | კიოლნი |
| გიორგი წიტაიშვილი | მეცი | რაიო ვალეკანო |
| ანზორ მექვაბიშვილი | უნივ.კრაიოვა | ჩიკაგო ფაირი |
| გიორგი გოჩოლეიშვილი | შახტარი (იჯ.ჰამბურგი) | კადისი (იჯარა) |
| ლუკა გუგეშაშვილი | პაოკი | გიოზტეპე |
| საბა გოგლიჩიძე | უდინეზე | მონცა (იჯარა) |


















